იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 1.5-ჯერ გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 1.5-ჯერ (14.5 მილიონი დოლარით) გაიზარდა და 36.4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, თავის მხრივ, 59%-ით მეტია იანვატ-თებერვალში რუსეთში განხორციელებულ ექსპორტზე. ჩინეთში ექსპორტის ზრდა ძირითადად სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ზრდაზე მოდის. გასული წლის იანვარ-თებერვალში 8 ტონის ექსპორტი განხორციელდა (11 მლნ დოლარის), მიმდინარე წლის პირველ ორთვეში კი 25.5 მლნ ტონა (34 მლნ დოლარის) გავიდა.

ევროკავშირის მიმართულებით იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი 28%-ით შემცირდა და 77.5 მლნ დოლარი შეადგინა.

წინა სტატია

ეროვნული ბანკირი
21 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგება 41%-ით შემცირდა
21 მარტი, 2016
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker