Sony სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის თამაშების შექმნას იწყებს

Sony აყალიბებს ახალ განყოფილებას - ForwardWorks Corp-ს, რომელიც შექმნის თამაშებს სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის.

ForwardWorks გამოიყენებს PlayStation-ის  ინტელექტუალურ საკუთრებას, თამაშების პერსონაჟებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ასევე იმ გამოცდილებას, რომელიც თამაშების შექმნის მიმართულებით PlayStation-ს წლების განმავლობაში დაუგროვდა. მობილურისთვის განკუთვნილი ახალი  აპლიკაციები მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდუსტრიის განვითარებისთვის, ამის გამო Sony-ს სურს, სმარტფონების მომხმარებლები საკუთარ პროდუქციაზე მიაბას, განსაკუთრებით კი აზიურ ბაზარზე და სრულად გამოიყენოს PlayStation-ის 36-მილიონიანი მომხმარებელთა ბაზა.

წინა სტატია

ნავთობის მსოფლიო ფასის კლების მიზეზები
25 March, 2016

შემდეგი სტატია

თებერვალში ლარში განთავსებული დეპოზიტები 21 მილიონით შემცირდა
25 March, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker