2015 წელს საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 10128 ადამიანი შეადგინა

2015 წელს საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 10128 ადამიანი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 59 249 ადამიანი დაიბადა, ხოლო 49 121 გარდაიცვალა. შესაბამისად, ბუნებრივმა მატებამ (დაბადებას გამოკლებული გარდაცვალება) 10 128 ადამიანი შეადგინა. თუმცა, შობადობის მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 1 386 ბავშვით ნაკლებია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა გაზრდილია 34 ადამიანით.

2015 წელს დაბადებულთა შორის 30 902 ბიჭია, ხოლო 28 347 გოგო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *