Tesla 2018 წელს ამერიკის ბაზრისთვის პიკაპის წარმოებას იწყებს

Tesla ამერიკის ბაზრისთვის პიკაპის გამოშვებას გეგმავს. აშშ-ში პიკაპები განსაკუთრებით უყვართ, წლებია შტატებში განსაკუთრებული პოპულარობით Ford F-150,  Dodge Ram და Chevrolet Silverado სარგებლობენ. დიდი პიკაპების  კონკურენტულ ბაზარზე Tesla 2018-ში გამოჩნდება. კონკურენტებთან ბრძოლა რთული იქნება, ამბობენ ექსპერტები, თუმცა შანსები ნამდვილად არის. Model 3-ზე მიღებული შეკვეთების დიდი რაოდენობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი მოთხოვნა Tesla-ს პიკაპზეც  თავისუფლად შესაძლებელია გაჩნდეს.

შტატებში პიკაპის მოყვარულები არა მხოლოდ ფერმერები არიან. დიდ ძრავიან ავტომობილებს აქტიურად იყენებენ ექიმები, ადვოკატები  და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Tesla-ს პიკაპი ე.წ. 3rd Generation Platform-ზე შეიქმნება, რომელზეც Model 3-იც იწარმოება.

წინა სტატია

მარტში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 46 პროცენტით შემცირდა
19 აპრილი, 2016

შემდეგი სტატია

TBC Capital-ის ახალი კაპიტალი
20 აპრილი, 2016
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker