ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 71-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 71-ე ადგილზეა 3.68 ქულით. მაქსიმალური ქულა 7 არც ერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი ქულა აქვს ესპანეთს - 5.31 და ის სიის ლიდერია. მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე გერმანია. კვლევა 141 ქვეყანას მოიცავს და ბოლო ადგილს აფრიკის კონტინენტის სახელმწიფო ჩადი იკავებს. ინდექსში საქართველოს მეზობლებია ნამიბია და ისრაელი.

ინდექსი 15 კრიტერიუმისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი  - 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი ქულა აქვს უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს ყველაზე დაბალი - 1.5 ქულა აქვს კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის მხრივ.

წინა სტატია

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 65% უცხოურ ვალუტაშია
25 April, 2016

შემდეგი სტატია

ბედუინობიდან მილიარდერობამდე სიამაყით
27 April, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker