ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 27 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფად აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს - 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი შეამცირა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლა დააანონსა.

განაკვეთის ცვლილების პარალელურად, მონიტარული პოლიტიკის კომიტეტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 10%-დან 7%-მდე შეამცირა. ამავდროულად, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება აძვირებს დოლარში სესხის გაცემას, ხოლო ლარში სესხებს აიაფებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 15 ივნისს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდება.

წინა სტატია

ქემერონ მაკინტოში - საგულისხმო ახალწვეული
27 აპრილი, 2016

შემდეგი სტატია

მარტში საქართველოს ეკონომიკა 3.4 პროცენტით გაიზარდა
28 აპრილი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker