ეროვნულმა ბანკმა 20 მილიოლი აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიოლი აშშ დოლარი შეისყიდა

დღეს, 5 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2141 შეადგინა. 17 მარტიდან დღემდე სებ-მა ჯამში 75 მლნ დოლარი შეისყიდა.

სებ დოლარს ყიდულობს ან ყიდის იმ შემთხვევაში, როდესაც სავალუტო ბაზარზე საქმე გვაქვს ე.წ. „გადაცილებასთან“ (overshooting). ეს ის მომენტია, როდესაც ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ან გამყარება მნიშვნელოვანწილად მოლოდინის ცვლილების გამო ხდება და რეალურად, ვალუტის კურსის სწრაფად და მნიშვნელოვნად ცვლილების წმინდა ეკონომიკური მიზეზები არ არსებობს. მეორე მხრივ, ვალუტის კურსის რყევის მაღალი სიდიდე აზარალებს ბიზნეს გარემოს გაურკვევლობის ზრდის გამო და უმჯობესია, ვალუტის კურსის გამყარება თანდათანობით ხდებოდეს. ამასთან ერთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *