30 აპრილის მდგომარებით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდი ლარია

30 აპრილის მდგომარებით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდი ლარია

2016 წლის 30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდ ლარს შეადგენს, მარტის ბოლოს სახელმწიფო ვალი 13.2 მილიარდი ლარი იყო. ლარში გამოხატული ვალის შემცირება ლარის კურსის გამყარებამ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო სახელმწიფო ვალი აპრილში 28 მლნ დოლარით გაიზარდა.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის აპრილის ბოლოს კი 9.9 მილიარდი ლარი შეადგინა. საშინაო ვალი 2016 წლის იანვარ-აპრილში 28 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *