ექსპერიმენტული თვითმფრინავი Solar Impulse 2 რეკორდებს ამყარებს

ექსპერიმენტულმა თვითმფრინავმა, Solar Impulse 2, რომელიც ფრენისთვის მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს, დედამიწის გარშემო მოგზაურობის ფარგლებში ფენიქსიდან (არიზონა) ტალსუმდე (ოკლაჰომა) იფრინა. თვითმფრინავი ჰაერში 18 საათის და 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. Solar Impulse 2-ის საჭესთან პილოტი ბერტრან პიკარი იმყოფებოდა და მან 1570 კილომეტრი დაფარა.

"ახლა ნიუ იორკამდე უნდა გადავფრინდეთ რაც შეიძლება მალე და ველით შესაბამის ამინდს, რომ გადავკვეთოთ ატლანტიკის ოკეანე", - აღნიშნავენ ფრენის ორგანიზატორები. 

პროექტის ორგანიზატორები გეგმავენ დაამყარონ რეკორდი ფრენის ხანგძლივობაში მზის ელემენტებზე. Solar Impulse 2 17 ათასი მზის ელემენტით არის აღჭურვილი. თვითმფრინავის წონა 2,3 ტონას აღწევს, სიგრძეში კი  72 მეტრია. 

წინა სტატია

აპრილში ექსპორტი შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა
13 May, 2016

შემდეგი სტატია

საქართველოს ეგვიპტეს ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ესტუმრება
16 May, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს!
ინტერვიუ | Nov, 16, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker