აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.2 პროცენტით გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 1.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის აპრილთან შედარებით 1.6%-ით არის შემცირებული. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 22.9%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4.3%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაიაფდა 3.2%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 11.5%-ით. რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 8.5%-ით გაძვირდა, ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 26%-ით. 20.5%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

წინა სტატია

რომელი სმარტფონი ფუჭდება ყველაზე ხშირად
16 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

სახელმწიფო საწარმოები – ეკონომიკის უჩინარი მეტასტაზები
17 მაისი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker