იზრდება თუ მცირდება იმპორტი?

იზრდება თუ მცირდება იმპორტი?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში იმპორტი 78%-ით გაიზარდა და 987 მილიონი დოლარი შეადგინა. იანვარ-აპრილში კი იმპორტმა ექსპორტს 2 მილიარდი დოლარით გადააჭარბა. თუმცა, მიმდინარე წლის იმპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს „ც ჰეპატიტის“ სამკურნალო საშუალებების ღირებულებას, რაშიც რეალურად საქართველო ფულს არ იხდის და ამერიკული კომპანიისგან გრანტად მოგვეწოდება. ეს ნიშნავს, რომ იმპორტის შედეგად საქართველოდან გაციელბით ნაკლები უცხოური ვალუტა გაედინება, ვიდრე იმპორტის ოფიციალური ჯამობრივი მონაცემია.

„ც ჰეპატიტის“ სამკურნალო საშუალებების გამოკლებით აპრილში იმპორტმა 549 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით ნაკლებია 2015 წლის აპრილის მაჩვენებელზე. იანვარ-აპრილში კი იმპორტმა 2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენბელზე 4%-ით ნაკლებია („ც ჰეპატიტის“ წამლების გამოკლებით). 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *