აპრილში ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხები მხოლოდ 2 მილიონით გაიზარდა

აპრილში ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხები მხოლოდ 2 მილიონით გაიზარდა

2016 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2  მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 40  მილიონი დოლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 345  მილიონი-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 321  მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 63.9%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.6% იყო.

აპრილში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 30.5  მილიონი ლარით გაიზარდა და 355  მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.27%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ მაისს 2.32% იყო.

2016 წლის აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3% პუნქტით გაიზარდა და 21.2% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.3% პუნქტით შემცირდა და 9.7%-ს გაუტოლდა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *