SAT>IP ახალი სატელევიზიო გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა

სატელიტური კომპანია SES-ი მეცხრე ყოველწლიური ინდუსტრიული დღეების ფარგლებში,  რომელიც წელს მეცხრედ იმართება ლუქსემბურგში (26-27 მაისი), მოახდენს პირდაპირი მაუწყებლობის ტრანსლაციის დემონსტრირებას უახლესი თაობის მედია პლეერების  პლატფორმების გამოყენებით.

ღონისძიებაზე SES-ის ინდუსტრიის პარტიორები დამსწრე საზოგადოებას უჩვენებენ, თუ როგორ ხდება SAT>IP ტექნოლოგიის მეშვეობით სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის გადმოცემა უახლესი მეოთხე თაობის  Apple TV-ის, Amazon FireTV 4K-ის და Google Android TV ოპერაციული სისტემის მქონე სხვადასხვა მოწყობილობებზე. SAT>IP წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს IP-ის მეშვეობით სატელიტური სიგნალის მიღებისა და გავრცელებისათვის.

დღემდე,  მედია პლეერების უმრავლესობა ვერ სთავაზობს მომხმარებელს პირდაპირი სატელევიზიო მაუწყებლობის ისეთ ფართო არჩევანს, როგორსაც სატელიტი უზრუნველყოფს.  SAT> IP-ს   ციფრული მედია ფლეერებთან გაერთიანებით, ამ მოწყობილობებს წვდომა ახლა უკვე მაღალი ხარისხის პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობასთან ექნებათ. გარდა ამისა, სატელიტურ ტელევიზიას აქვს ბევრი უპირატესობა, როგორიცაა მიმზიდველი ინტერფეისი და მაყურებლისთვის საინტერესო გამოცდილება, რომელიც მიიღწევა  მძლავრი პროგრამული პლატფორმების გამოყენებით.

საერთო ჯამში, ამ ორი ტექნოლოგიის კომბინაცია განსაზღვრავს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიბრიდული მომსახურების მიწოდებას იმისათვის, რომ საბოლოოდ ახალი, ტექნოლოგიურად მძლავრი  ინოვაციური პროდუქტი მივიღოთ. ასევე, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ძლიერი პროგრამული გარემოს მნიშვნელობას და იმ ფაქტს, რომ მომავალში სწორედ ასეთ პროგრამებს ექნებათ წამყვანი ადგილი სატელევიზიო გამოცდილების კუთხით.

SES-ის ინდუსტრიული დღეები  გახდა მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილი სამაუწყებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის და ის აერთიანებს ვიდეო ეკოსისტემის  დაინტერესებულ ყველა მხარეს - მაუწყებლებს, ტელევიზორების, დეკოდერების, ტექნიკის მწარმოებლებსა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს. ზემოხსენებული ღონისძიება იძლევა რა ინოვაციური ტექნოლოგიების განხილვისა და დემოსტრირების საშუალებას, ამავდროულად ხაზს უსვამს SES-ის ერთგულებას მომავლის მაუწყებლობის და მომავალი თაობის ვიდეო შესაძლებლობების განვითარების  და ვიდეო მაუწყებლობის მაღალ დონეზე აყვანის მიმართულებით.

თომას ვრედე, SES-ის ვიცე პრეზიდენტი მიმღები სისტემების მიმართულებით (Receiving Systems), აღნიშნავს:  “SAT>IP იმთავითვე მოიაზრებოდა, როგორც დამხმარე ტექნოლოგია მომავალი თაობის სატელიტური სატელევიზიო გამოცდილების მისაღებად. ამ საცდელი პროგრამებით, ჩვენ კონკრეტულად განახებთ, თუ როგორ შეუძლია ამ ხედვას შეცვალოს სატელიტური სატელევიზიო გამოცდილება  კიდევ ერთხელ. "

წინა სტატია

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 23.7 ათასით გაიზარდა
27 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

მეტი გამჭვირვალობის მოლოდინში
27 მაისი, 2016
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker