მაისში საქართველოში 24 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, 2015 წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. 2015 წლის მაისში 165 ათასი ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის მაისში 205 ათასი. იანვარ-მაისში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 19% შეადგინდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის მაისთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. 2015 წლის მაისში 454 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის მასში 522 ათასი.

2016 წლის იანვარი – მაისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+22%), თურქეთიდან (+6.6%), სომხეთიდან (+2.8%), რუსეთიდან (+19.6%) და უკრაინიდან (+23.8%) განხორციელდა.

წინა სტატია

ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები: ნაწილი მეოთხე
01 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

მაისში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა
03 ივნისი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker