ჩინური კომპანია Frankfurt–Hahn-ის აეროპორტს ყიდულობს

ჩინური კომპანია Shanghai Yiqian Trading-ი FrankfurtHahn-ის აეროპორტს ყიდულობს, რომელიც ფრანკფურტიდან 120 კილომეტრით არის დაშორებული. აქციების 82,5%-იანი წილი ჩნურ კომპანიას  რაინლანდ-პფალცის მხაროს მთავრობამ მიჰყიდა. აქციების დანარჩენი 17,5% ჩინურმა კომპანიამ ესენის ფედერალური მიწისგან უნდა შეიძინოს.

Shanghai Yiqian Trading-ი ლოგისტიკური კომპანიაა, მისმა ხელმძღვანელმა იუ ტაო ჩუმ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჩინეთს ესაჭიროება საბაზისო აეროპორტი, რათა ევროპაში ტვირთბრუნვა გაზარდოს. აეროპორტი FrankfurtHahn ზარალიანია, თუმცა მას ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იყენებს, მათ შორის ირლანდიური Ryanair-ი. 10 წლის წინათ ეს აეროპორტი წელიწადში 4 მილიონ მგზავრს ემსახურებოდა, ახლა კი 2.7 მილიონს.

წინა სტატია

მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 115 მილიონი დოლარით გაიზარდა
07 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

ფინანსთა სამინისტრომ 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
08 ივნისი, 2016
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker