ფინანსთა სამინისტრომ 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღეს, 8 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 53 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.7 პროცენტით, მაქსიმალური 8.4 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 8 პროცენტით განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი იკლებს, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით ორწლიანი ვალდებულებების წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.3% პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *