საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 913 ლარი შეადგინა. 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 6.7%-ით არის გაზრდილი.

2016 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1749 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1355 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა - 1325 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი ისევ განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 488 ლარი. 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა - 252 ლარით, 73 ლარით შემცირდა სახელმწიფო მმართველობაში.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2016 წლის პირველ კვარტალში (ლარებში):

წინა სტატია

თბილისის MERCEDES-BENZ-ის მოდის კვირეულის ტოპ-5 დიზაინერი
16 June, 2016

შემდეგი სტატია

ქართველები პანამის შავ ყუთში
16 June, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker