საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გეგმა 21 მილიონი ლარით გაიზარდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პირველი 2 კვარტლის ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გეგმა 21.3 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 19.3 მლნ ლარი სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, პენსიების ხარჯების გეგმა შემცირდა 1.6 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 17.6 მილიონი ლარით, ხოლო შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის ხარჯი 1.3 მლნ ლარით.

ჯანდაცვის პროგრამის გეგმის ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტმა ხარჯმა განაპირობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიმდინარე წლის 6 თვის საშუალო ხარჯი 55 მლნ ლარამდეა, წლიური ხარჯების დასაფარად 660 მლნ ლარი იქნება საჭირო, გეგმით კი 570 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 2 კვარტლის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები:

წინა სტატია

მაისში კომერციული ბანკების მოგებამ 74 მილიონი ლარი შეადგინა
20 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

რა ღირს ერთი შეცდომა?
21 ივნისი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker