Twitter-ზე და Vine-ზე უკვე 140-წამიანი ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი

Twitter-ზე და Vine-ზე უკვე 140-წამიანი ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი

დღეისთვის მომხმარებლებს Twitter-ზე უკვე შეუძლიათ 140-წამიანი ვიდეოების განთავსება, აქამდე ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წამი იყო. მომხმარებელთა ცალკეული კატეგორიები მიიღებენ 10-წუთიანი ვიდეორგოლების განათავსების შესაძლებლობას.

განახლებები შეეხება აპლიკაცია Vine-საც, სადაც ასევე გაჩნდება 140-წამიანი ვიდეოების განთავსების შესაძლებლობა (მანამდე 6-წამიანი ლიმიტი იყო). აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დასაწყისიდან Twitter-ზე ვიდეოების განთავსების რაოდენობა თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *