ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 5 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით 5 მლნ დოლარით (5%-ით) გაიზარდა. 2014 წლის ივნისთან შედარებით კი 21.4 მლნ დოლარით არის შემცირებული. ივნისში სულ 105.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ჯამში გზავნილები 8.5 მლნ დოლარით არის შემცირებული.

გზავნილების საერთო შემცირება რუსეთიდან და საბერძნეთდან ჩამორიცხვების კლებამ განაპირობა. მიმდინარე წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 5.8 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან 0.6 მლნ დოლარით. 2.9 და 2.4 მლნ დოლარით გაიზარდა ჩარიცხვები იტალიიდან და ისრაელიდან.

ცხრილი - საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები იანვარ-ივნისში, მლნ დოლარი:

წინა სტატია

დევიდ ბოუის კერძო კოლექცია აუქციონზე გაიყიდება
14 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

Toyota ახლიდან იმუხტება
15 ივლისი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker