ივნისში ლარი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც გაუფასურდა

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით. გაანგარიშებაში ჩართულია ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ესენია: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, იაპონია.

ივნისში ლარის რეალური ეფექტური კურსი განისაზღვრა აშშ დოლარის, ევროს, თურქული ლირას და რუსული რუბლის მიმართ.

ცალკეულ ქვეყნებთან დაფიქსირებული რეალური გაცვლითი კურსები ერთიანდებაინ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსში. რაც უფრო დიდია სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის ვალუტასთან ლარის კურსის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს ინდექსის საბოლოო მაჩვენებელზე. ინდექსის ზრდა ნიშნავს ეროვნული ვალუტის რეალურ გამყარებას და საგარეო ვაჭრობაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ხოლო ინდექსის შემცირება – პირიქით. მაგალითად, თუ რუსული რუბლის მიმართ ლარი მყარდება, საქართველოს ექსპორტი რუსეთში ძვირდება, ხოლო რუსეთის იმპორტი საქართველოში იაფდება. თუ ამას თან ახლავს, რუსეთში ინფლაციის მატება (ზოგადად პროდუქტების გაძვირება), მაშინ რუსული რუბლის გაუფასურების ქართულ ექსპორტზე უარყოფითი გავლენა შემცირდება. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ქვეყნებში ფასების ზრდის ტემპებს შორის თანაფარდობას.

2016 წლის ივნისში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.2 პუნქტით გაიზარდა და 129 შეადგინდა. ლარი გაუფასურდა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან, რუბლთან და ლირასთან.

წინა სტატია

ინვესტირების ახალი ფილოსოფია
25 July, 2016

შემდეგი სტატია

ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა 68% შეადგინა
25 July, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker