რომელ ქვეყნებშია ყველაზე დაბალი კორუფცია

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ყოველწლიურად აქვეყნებს ქვეყნების კორუფციის დონის რეიტინგს. რეიტინგი ეფუძნება კორუფციის აღქმის ინდექსს ( Corruption Perceptions Index). ინდექსში კორუფცია განმარტებულია, როგორც საჯარო (პოლიტიკური) ძალაუფლების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. კვლევის შედეგები მოსახლეობის და ექსპერტების გამოკითხვას ემყარება. კვლევა მსოფლიოს 167 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაქსიმალური ქულაა 100 და ნიშნავს კორუფციისგან სრულად თავისუფალ ქვეყანას. 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა 91 ქულით დანიაა პირველ ადგილზე. შემდეგ მოდის ფინეთი და შვედეთი 90 და 89 ქულით. არაევროპული ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი კორუფცია ახალ ზელანდიაშია.

საქართველო 48-ე ადგილზეა 52 ქულით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელსაც 52 ქულა გვქონდა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი კორუფციაა თურქეთში, თუმცა მსოფლიო მასშტაბით, თურქეთი 66-ეა.

რეიტინგის ბოლო ადგილს (167-ე) ინაწილებენ ჩრდილოეთ კორეა და სომალი, მათ თანაბრად 8-8 ქულა აქვთ.

ცხრილი: კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები 2015 წლის მიხედვით

წინა სტატია

Pokemon Go-ს შემქმნელებს აშშ-ის მოქალაქეები უჩივიან
12 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

3 რეკომენდაცია ტურიზმის განვითარებისთვის
15 აგვისტო, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker