TBC ბანკი მეტი ინოვაციის ძიებაში

21-ე საუკუნეში ინოვაციურობა კომპანიების განვითარებისა და წარმატებულობისთვის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ფაქტორია. მართალია, ინოვაციებისთვის Amazon-ს და Apple-ს ბევრად უფრო ფართო სამოქმედო არეალი აქვთ ვიდრე, მაგალითად, საბანკო სექტორს, თუმცა ინოვაციურობის გარეშე წინსვლა აქაც ზუსტად ისევე შეუძლებელია, როგორც დანარჩენ სფეროებში.

ინოვაცია - ეს არის ბაზარზე ახალი სერვისი ან მეთოდი, რომლებიც ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისა და კომპანიისთვის - ყველაზე მარტივი ფორმულირებით ასე განმარტავს ამ სიტყვის მნიშნველობას "თიბისი ბანკის"  ინოვაციური პროექტების მენეჯერი, ლაშა გურგენიძე. მისი ამოცანა მარტივი არ არის, თუმცა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან მან უნდა შეძლოს და ინოვაცია გახადოს "თიბისი ბანკის" განუყოფელი ნაწილი, პარალელურად კი, ხელი შეუწყოს ისეთი პლატფორმის ფორმირებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ღია დისკუსიას ბანკის თანამშრომლებს შორის და ამგვარად წარმოაჩენს ახალ იდეებს.  თუ როგორ და რატომ, ლაშა გურგენიძემ Forbes-ისთვის განმარტა.

რატომ არის ინოვაციები მნიშვნელოვანი ბანკისთვის და რატომ გახდა ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური  დღეს?

“Innovate or die” - ვფიქრობ,  ეს ცნობილი გამონათქვამი ყველაზე ზუსტად პასუხობს თქვენ შეკითხვას. ყველას გვახსოვს Kodaki, Nokia, Blockbaster-ი,  სულ რამდენიმე წლის წინ ეს კომპანიები განვითარების ზენიტში იყვნენ, თუმცა დღეს მათ შესახებ ცოტა რამ გვესმის. მათი მთავარი პრობლემა სწორედ ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების  არასწორი  შეფასება  აღმოჩნდა.

ისტორიულად,  ტრადიციული  ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, გამოირჩეოდნენ  მათი კონსერვატიული მიდგომებით და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ბოლო 10-15 წელია, რაც ამ ინდუსტრიაში შესამჩნევი ცვლილებები შეინიშნება. მაგალითად,  სულ უფრო ხშირად ვხედავთ ახალ მოთამაშეებს, რომლებიც კარდინალურად განსხვავდებიან ტრადიციული ბანკებისგან.  Apple, Facebook, Amazon  - ეს, რა თქმა უნდა,  არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებიც უკვე გამოჩდნენ ფინანსური სერვისების ბაზარზე და ცდილობენ უკეთესი მომსახურება  შესთავაზონ მომხმარებლებს. გარდა ამისა, ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება და მათი ხელმისაწვდომობა სულ უფრო მეტ საშუალებას აძლევს სტარტაპებს და ახალ მოთამაშეებს შექმნან ახალი ტიპის საბანკო სერვისები. როგორც უკვე ავღნიშნე, თუ ბანკები ვერ შეძლებენ ამ ინოვაციურ ცვლილებებზე სწორ რეაგირებას,  ვფიქრობ,  ისინი შემდეგ 5-10 წელიწადში გადაიქცევიან  სხვა კომპანიების  „ბექ ოფისებად“  ან საერთოდ თამაშგარეთ აღმოჩნდებიან. ამიტომაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბანკებისთვის ინოვაციების დანერგვა.

რა თვალსაზრისით გააუმჯობესებს  მეტი ინოვაცია ბანკის პოზიციებს ქართულ  სექტორში?

მეტი ინოვაცია საბოლოოდ ნიშნავს მეტ ეფექტურ,  ახალ პროდუტს და სერვისს, რომელიც უკეთესად პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს, ამარტივებს  და უფრო კომფორტულს  ხდის  ადამიანების  ურთიერთობას ბანკთან. ინოვაციები ასევე ხელს უწყობს კომპანიას გააიაფოს და მეტად ხელმისაწვდომი გახადოს უკვე არსებული სერვისები. თიბისი ბანკი, ტრადიციულად,   მომხმარებლებს სთავაზობს უახლეს, ინოვაციურ სერვისებს,  რომლებიც გამოირჩევა  სიმარტივით  და კომფორტულობით,  ამავე დროს, მომხმარებელთა გამოცდლების გათვალისწინებით არის შექმნილი.  ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა ბანკებთან შედარებით.

ინოვაციების დანერგვა, სავარაუდოდ, საკმაოდ  ხარჯიანი პროცესია,  კონკრეტული შედეგის მიღებას კი დრო სჭირდება. რა ვადაში ფიქრობთ სასურველი შედეგების მიღწევას?

როგორც წესი, ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს დაახლოებით 5-6 წელი  სჭირდება, რომ მათში ჩადებული ინვესტიცია სრულად გაამართლოს. დასაწყისში ახალი ტექნოლოგიები არის  ძვირი და დაუხვეწავი. დროთა განმავლობაში მათი ხარისხი და შესაძლებლობები იზრდება და  ფასი კლებულობს. სწორედ მაშინ ხდება ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიები მომგებიანი და ქმნიან მეტ ღირებულებას მამხმარებლებისთვის და კომპანიისთვის.

მიუხედავადი იმის, რომ ინოვაციები ხშირად ხარჯიანია, როგორც წესი დიდ კომპანიებში მათი სიძვირე  არ წარმოადგენს ხოლმე მთავარ დაბრკოლებას. პირიქით, კომპანიის მაღალი შემოსავალი ხშირად ხელის შემშლელი ფაქტორიცაა, რადგან ამ დროს ხშირად მენეჯმენტი  კონცენტრირდება  არსებულ შემოსავლებზე და უგულებელყოფს იმ პოტენციალს, რომელსაც ინოვაციები მოუტანენ ხვალ.  ამის თვალსაჩინო მაგალითად  ისევ Kodak-ის შემთხვევა შეგვიძლია დავასახელოთ.  კომპანია კონცენტრირებული იყო  მთავარი მოგების წყაროზე,  რასაც იმ დროისთვის  ფირის ფოტოაპარატები წარმოადგნენდა. შესაბამისადა, მათ  დროულად არ მოახდინეს  სტრატეგიის გადართვა ციფრულ ფოტოგრაფიაზე.  შედეგად ისინი ამ ახალ ბაზარზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

თქვენი სტრატეგიის თანახმად, იმისთვის რომ ინოვაციები კორპორატიული კულტურის ორგანული ნაწილი გახდეს, აუცილებელია თანამშრომლებისთვის  საჭირო უნარების განვითარება. როგორ გეგმავთ ამ მიზნის მიღწევას?

პირველ რიგში,  უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ინოვაციებზე ფიქრი და ლიდერობა  მოდიოდეს კომპანიის ტოპ-მენეჯმენტისგან. წარმოუდგენელია ამ მხრივ რაიმე წარმატების მიაღწევა თუ კომპანიის ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ აფასებს ინოვაციების მართვის პროცესს. სწორედ ამ მოსაზრებით თიბისი ბანკში ინოვაციური პროექტების მართვას და მასთან დაკავშირებულ  სხვა პროცესებს უშუალოდ კურირებს ბანკის გენერალური დირექტორი.

მეორე, რაც ასევე ძალიან კრიტიკულია, საჭიროა თანამშრომელთა მეტი ჩართულობა ინოვაციების დანერგვის პროცესში;  კარგი იდეების აღმოჩენა და დაფასება. თიბისი ბანკში უამრავი კრეატიული ადამიანი მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე. ისინი აქტიურად არიან  ჩართული ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა მათ შორის ხშირად ბევრი ინოვატორიც არის. თუ ჩვენ შევძლებთ და აღმოვაჩენთ კარგ იდეას, შემდეგ მათ  ავტორებს  დავეხმარებით საკუთარი იდეების რეალიზაციაში,  ჩვენ ფაქტობრივად,  შევიძენთ კიდევ ერთ ინოვატორს, რომელსაც გარდა ახალი, საინტერესო  იდეებისა,  ექნება გამოცდილებაც თუ როგორ განახორციელოს ისინი.  წარმატების გაზიარების შემთხვევაში მას აუცილებლად მიბაძავენ სხვებიც. რა თქმა უნდა,  ეს პროცესი არ არის მარტივი და სწორი ორგანიზება სჭირდება. 

რა ინოვაციური პროდუქტი დაინერგა უკვე თიბისი ბანკში?

ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანია ინოვაციურ ცვლილებებს ახორციელებდეს ყველა მიმართულებით და ამ პროცესში ჩართული იყვნენ ის ადამიანები,  რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ მიმართულებით. თიბისი ბანკი უკვე წლებია ქართულ ბაზარზე გამოირჩევა უამრავი ინოვაციური პროდუქტით,  იქნება ეს საუკეთესო ინტერნეტ და მობაილ ბანკი,  თუ სხვა დისტანციური სერვისები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ინოვაციები ასოცირდება აუცილებად ციფრულ ტექნოლოგიებთან, რაც თავისთავად არ არის სწორი. მაგალითად,  თუ დააკვირდებით  ჩვენი ახალი ფილიალების ინტერიერს და დიზაინს, აუცილებლად აღმოაჩენთ უამრავ ინოვაციურ ელემენტს, რომლებიც უფრო მარტივს  და კომფორტულს ხდის მომხმარებელთა ვიზიტს  ბანკში და მათ მომსახურებას.

გარდა ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისებისა, რომლებიც განკუთვნილია თიბისი ბანკის  მომხმარებლებისთვის, ჩვენ ყოველდღიურად  ვმუშაობთ უამრავ იდეაზე, რომელიც განკუთვნილია ჩვენივე თანამშრომლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე კომპანიები ეფექტურად იყენებდნენ იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომელიც დღეს არსებობს, რათა უფრო კომფორტული და ეფექტური გახადონ თანამშრომელთა მუშაობა და კოლაბორაცია.

თიბისი  ბანკი დაინტერესებულია, რომ მხოლოდ საკუთარ პროდუქტებში დანერგოს ინოვაციები, თუ დააფინანსოს ინოვაციური იდეები  ბანკის გარეთაც.   ასეთ შემთხვევაში ვინ იქნებიან სამიზნე კომპანიები? 

ჩვენ, რა თქმა უნდა,  აქტიურად განვაგრძობთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტებში ინვესტირებას და ამ კუთხით ახლო მომავალში ვაპირებთ უამრავი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებლებს. ამასთან ერთად, ჩვენ მუდმივათ ვეძებთ ახალ პარტნიორებს და საინტერესო კომპანიებს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. იქნება ეს საშუალო ბიზნესი თუ სულაც ახალი  სტარტაპი, მნიშვნელოვანია ის ღირებულება, რომელიც შეიძლება ასეთმა თანამშრომლობამ მოუტანოს ბანკს და მის მომხმარებლებს.   

 

წინა სტატია

3 რეკომენდაცია ტურიზმის განვითარებისთვის
15 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომები - სისტემები და ინოვაციები
15 აგვისტო, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker