ივლისში საქართველოს ექსპორტი 7 პროცენტით შემცირდა

ივლისში საქართველოს ექსპორტი 7 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ივლისში, 2015 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 7%-ით (13.4 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 0.2%-ით (1.6 მლნ დოლარით) შემცირდა. მიმდინარე წლის ივლისის ექსპორტს 2014 წლის ივლისის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, 29%-ით (72 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013 და 2012 წლების მაჩვენებელსაც.

2016 წლის ივლისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 173.6 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 667.8 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 494 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის ივლისის უარყოფით ბალანსზე 12 მლნ დოლარით მეტია.

იანვარ-ივნისის ჯამურ მაჩვენბელს რაც შეეხება, ექსპორტი 12%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 25%-ით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *