ივლისში საქართველოს ეკონომიკა 2.1 პროცენტით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 2.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.1%-ით გაიზარდა. პირველი შვიდი თვის (იანვარ-ივლისის) ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 3.1%-ით. 2016 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *