Apple-ი ახალ პროდუქტებს 7 სექტემბერს წარადგენს

Apple-ი ახალ პროდუქტებს 7 სექტემბერს წარადგენს

Apple-მა ახალი პროდუქტების წარდგენის თარიღი – 7 სექტემბერი დაასახელა. საზოგადოება პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონის, iPhone 7-ის სხვადასხვა მოდელების წარდგენას ელის. სავარაუდოდ მოხდება სხვა პროდუქტების, Apple Watch 2-ის და ახალი MacBook Pro-ს წარდგენაც. შესაძლოა Apple-მა შემოინახოს დასახელება iPhone 7 2017 წლის მოდელებისთვის და 7 სექტემბერს წარსადგენ მოდელს iPhone 6 SE-ს დაარქვას, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარაუდია.

პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების ყურება livestream-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. Apple-ი ახალი პროდუქტების წარსადგენად უკვე მეხუთე წელია სექტემბრის თვეს ირჩევს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *