უმუშევრობის დონე ევროზონასა და ევროკავშირში

2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, უმუშევრობის დონე ევროზონის ქვეყნებში არ შეცვლილა და შრომისუნარიანი მოსახლეობის 10,1% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0,7 პროცენტით არის შემცირებული.  ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 8,6%ია, ისევე როგორც ერთი თვის წინ. წლიურ ჭრილში უმუშევრობა 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რიცხვობრივად ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ 16,31 მილიონი, ევროკავშირში კი 21,06 მილიონი ადამიანი შეადგინა.

უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ მალტას (3,9%), ჩეხეთს (4,2%) და გერმანიას (4,2%), ყველაზე მაღალი - საბერძნეთსა (23,5%) და ესპანეთს (19,6%).

წინა სტატია

ფედერერი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელია
31 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

ივლისში კომერციული ბანკების მოგებამ 57 მილიონი ლარი შეადგინა
01 სექტემბერი, 2016
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker