ლარის გამყარებისთვის ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

ლარის გამყარებისთვის ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

დღეს, 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3117 შეადგინა. ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკი 20 მლნ დოლარს ყიდის. აშკარაარ, რომ სებ ლარის კურსის შენარჩნებას 2.30-თან ახლოს ცდილობს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც საქართველოში აქტიური ტურისტული პერიოდი იწურება და ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეწოლა ძლიერდება.

დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ლარის კურსმა 2.32-ს მიაღწია, ეროვნული ბანკის ჩარევის შედეგად კი კურსმა დაიკლო. ამ დროისთვის ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.3150-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *