სექტემბერში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 0.1% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, სექტემბერი ყველაზე მეტად (0.9%-ით) სურსათი გაძვირდა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (4.4 %), რძის, ყველისა და კვერცხის (4.3 %), აგრეთვე ხილისა და ყურძნის (3.3%) ქვეჯგუფებზე. ყველაზე მეტად გაიაფდა (1%-ით) ტრანსპორტი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (11.2%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 1.2%-ით გაიზარდა, კავშირგაბმულობა 3.8%-ით გაძვირდა. 7.8%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *