სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით 11.6 მლნ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. 2014 წლის სექტემბერთან შედარებით კი 32 მლნ დოლარით არის შემცირებული. სექტემბერში სულ 105.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ჯამში გზავნილები 29 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად საბერძნეთიდან, აშშ-დან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საბერძნეთიდან ჩამორიცხვები 4 მლნ დოლარით გაიზარდა, აშშ-დან და ისრაელიდან შესაბამისად 3.5 და 3 მილიონი დოლარით გაიზარდა. 1.8 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *