ჯიპიაი ჰოლდინგი საერთაშორისო კონფერენციას მართავს

საერთაშორისო კონფერენცია "Bancassurance-ის განვითარების პერსპექტივები და პოტენციალი საქართველოში" სასტუმრო "ბილტმორში" 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ყველა წამყვანი ბანკისა და მსხვილი მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მიიღებს. საერთაშორისო კონფერენციას "ჯიპიაი ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ჟურნალ "ფორბსის" ეგიდით წარმოადგენს.

ევროპის სადაზღვევო და საფინანსო ინდუსტრიაში დღეს Bancassurance ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია, რომელიც ფინანსური ინსტიტუტების შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს შეადგენს. მოდელი საბანკო ინსტიტუტების მეშვეობით სადაზღვევო პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვას გულისხმობს. ბანკის მომხმარებელი ერთი სარკმლის პრინციპით იძენს მასზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს, რაც ერთის მხრივ უჩენს მათ უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძელვადიან გარანტიებს, მეორეს მხრივ კი ზრდის ბანკის კლიენტების ლოიალურობასა და კმაყოფილებას.

კონფერენციის მთავარი თემა Bancassurance-ის კონცეფცია და მისი განვითარების პერსპექტივებია საქართველოში. როგორ თანამშრომლობენ ბანკები და სადაზღვევო კომპანიები დასავლეთ ევროპაში, აშშ-სა და განვითარებულ ქვეყნებში -  დასავლურ გამოცდილებას საბანკო სექტორის წარმომადგენლებს  Bancassurance ექსპერტი, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” Bancassurance მიმართულების ხელმძღვანელი, ერვინ ჰამერბახერი გაუზიარებს.

პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: „დღეს საქართველოში საბანკო-სადაზღვევო ბაზარი 50-60 მილიონი ლარის მოცულობისაა, ხოლო ზრდის პოტენციალი 10-15-ჯერ მეტი. ჩვენ  ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ მსგავსი პროექტის დანერგვა რამდენიმე ბანკში და შემოვიტანეთ ინოვაციური პროდუქტები - მაგალითად, საკრედიტო შენატანების დაზღვევა და ხელფასის დაზღვევა. სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს ძალიან საინტერესო ბიზნეს ფორუმს ვაწყობთ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებისთვის იქნება მიმართული. ჩვენ, ავსტრიელი კოლეგების დახმარებით შევეცდებით საბანკო სექტორის წარმომადგენლებს საბანკო და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის დასავლური გამოცდილება გავუზიაროთ.“

წინა სტატია

ოქტომბერ-დეკემბერში 902 მილიონი დოლარის საგარეო ვალია გადასახდელი
17 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

Advocate for Nature
18 ოქტომბერი, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker