სექტემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 24 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 8%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი  24%-ით (14 მლნ დოლარით) გაიზარდა და 72 მლნ დოლარი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 8% (6 მლნ დოლარით) შემცირდა.

სექტემბერში, 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთის (12 მლნ დოლარი), ბულგარეთის (10 მლნ დოლარი), რუმინეთის (5 მლნ დოლარი), გერმანიის (4 მლნ დოლარი) და ერაყის (3.7 მლნ დოლარი) მიმართულებით. ხოლო, ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა პოლონეთში (3.7 მლნ დოლარი), აზერბაიჯანში (7 მლნ დოლარი), კანადაში (6 მლნ დოლარი), აშშ-ში (5 მლნ დოლარი) და თურქეთში (4.5 მლნ დოლარი).

იანვარ-სექტემბერში, ჯამში საქართველოს ექსპორტი 133 მლნ დოლარით (8%-ით) შემცირდა. ევროკავშირის მიმართულებით შემცირება 80 მლნ დოლარია, ხოლო დსთ-ს მიმართულებით 137 მლნ დოლარი. დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით (ძირითადად ჩინეთის და შვეიცარიის) ზრდაა 84 მლნ დოლარი. 

წინა სტატია

მომავლის ფინანსები
19 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით გაიზარდა
19 ოქტომბერი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker