ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით გაიზარდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა 57 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 3 219 მილიონი ლარია. ზრდა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებამ განაპირობა, რომელთა დაფინანსება ჯამში 47.5 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 35 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა, ხოლო 8 მილიონი საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში 77 მილიონი ლარი დარჩა დასახარჯი, რაც საკმარისი არ იქნება და წლის ბოლომდე დაახლოებით 45 მილიონი ლარის დამატება დაჭირდება.

მიუხედავად იმისა რომ წლის განმავლობაში გასაცემი პენსიის და მიზნობრივი სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა, სოციალური დახმარებების პროგრამების დაფინანსება 2 მილიონით გაიზარდა, რაც ახალი პროგრამის - სოციალური შეღავათები მაღალმთიან მოსახლეობაში დამატებამ განაპირობა, რომლის წლიური ბიუჯეტი 9.5 მილიონი ლარია.

5.8 მილიონი ლარით გაიზარდა პროგრამების მართვის ანუ ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯი.

ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირვანდელი და შეცვლილი გეგმები:

წინა სტატია

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 24 პროცენტით გაიზარდა
19 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

ავიაციის პროგრესი თავისუფლებაშია
19 ოქტომბერი, 2016
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker