სექტემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 53 მილიონი ლარით გაიზარდა

2016 წლის სექტებერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 53 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 78 მლნ დოლარით გაიზარდა. 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, 2016 წლის სექტემბერში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 135 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 509 მლნ დოლარით.

სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 70.1% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 68.8% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.8 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ია, ერთი წლის წინ 4.3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.9%-ია, ერთი წლის წინ 8.1% იყო.

წინა სტატია

როგორ ვითარდება ქართული საბანკო სისტემა
25 October, 2016

შემდეგი სტატია

Georgian Success of the German Business
25 October, 2016
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker