ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5 პროცენტზე შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 26 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) არ შეცვალა და 6.5%-ის დონეზე შეინარჩუნა. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს - 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ წინა თვეებში შემცირებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბოლომდე არ ასახულა ეკონომიკაზე, ამასთან ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი არ შეცვალა. სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის ინფლაცია 0.1%-ია, როდესაც ეროვნულ ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ სებ რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს.

წინა სტატია

სახაზინო ვალდებულბების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
26 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

კონკურენცია თუ მონოპოლიზებული ბაზარი?
26 ოქტომბერი, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker