ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5 პროცენტზე შეინარჩუნა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5 პროცენტზე შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 26 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) არ შეცვალა და 6.5%-ის დონეზე შეინარჩუნა. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს – 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ წინა თვეებში შემცირებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბოლომდე არ ასახულა ეკონომიკაზე, ამასთან ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი არ შეცვალა. სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის ინფლაცია 0.1%-ია, როდესაც ეროვნულ ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ სებ რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *