ლარის მოცულობამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მიმოქცევაში არსებული ლარის მასამ (მოცულობამ), ე.წ. ფართო ფულის (M2) აგრეგატით, 6 მილიარდ 375 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ლარის არსებობის ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ლარის მასამ სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო და ბოლო ექვს თვეში დაალოებით 1 მილიარდი ლარით (18%-ით) გაიზარდა. ლარის მასის მაჩვენებელი - M2 მოიცავს ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს და ლარში განთავსებულ დეპოზიტებს. ლარის მასის ზრდის ტენდენცია ლოგიკურია, რადგან თუნდაც დაბალი მაჩვენებლით გაზრდილ ეკონომიკას მეტი ლარი ესაჭიროება.

2015 წლის თებერვლიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რისი მიზანიც ინფლაციის მომატებული დონის შემცირება იყო. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ლარის მასაზე უარყოფითად აისახა და მიმდინარე წლის 31 იანვრისთვის ლარის მასა 5 354 მილიონ ლარამდე შემცირდა. ინფლაციური პროცესის შეჩერებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო, რაც ლარის მასის ზრდაზე პოზიტიურად აისახა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე. ეროვნული ბანკი გარკვეული დილემის წინაშე დგას, ერთ მხრივ ეკონომიკას მეტი ფული ესაჭიროება (ამასთან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება) და მეორე მხრივ, დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე, ლარის მასის ზრდა ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად მოქმეებს.

წინა სტატია

ISET მომხმარებელთა ნდობა: მოლოდინი ჯაბნის რეალობას
02 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

Seeking Timeless Beauty
02 ნოემბერი, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker