ოქტომბერში საქართველოს საშინაო სახელმწიფო ვალი 93 მილიონი ლარით გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასულ თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, სახელმწიფო საშინაო ვალი 93 მლნ ლარით გაიზარდა და 3 100 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 2 428 მლნ ლარი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალია.

2015 წლის შემდეგ, იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო საშინაო ვალი 273 მლნ ლარით გაიზარდა, როცა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით საშინაო ვალის ზრდა 200 მლნ ლარის დონეზეა დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლებამ ან ბიუჯეტის კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს, ან ზედმეტად აღებული 73 მლნ უკან უნდა დააბრუნოს.

წინა სტატია

ლარის ოფიციალური კურსი 2.44-მდე გაიზარდა
03 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ბანკები საქართველოში
04 ნოემბერი, 2016
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker