ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და FORBES-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია Forbes Media Partners-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

მემორანდუმი ითვალისწინებს:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ფორბსის" სტუდენტური კლუბის ჩამოყალიბებას; 
  • ერთობლივი საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებას; აღნიშნული აქტივობების გაშუქებას ორგანიზაციის ხელთ არსებული ან/და მასთან დაკავშირებული ყველა მედიასაშუალებით;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებისა და პროფესორების ინტენსიურ თანამშრომლობას (ბლოგების მომზადება ეკონომიკურ და ბიზნესსიახლეებზე; ექსპერტების მონაწილეობა გადაცემებში "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტრაქტი").

დრო: 14 ნოემბერი, 17:00 საათი 

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ფორბსის აუდიტორია), ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

წინა სტატია

Once in China - Twice in Georgia
10 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.9 მილიარდი ლარია
10 ნოემბერი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker