ოქტომბერში იმპორტი 39 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საქონლის იმპორტი 6.3%-ით (36 მლნ დოლარით), ხოლო ექსპორტი 0.7%-ით (1.4 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის ოქტომბრის ექსპორტს 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, 30.5%-ით (83 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013 და 2012 წლების მაჩვენებელსაც.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 189.3 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 654.8 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 465.4 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 8.7%-ით (37 მლნ დოლარით) მეტია.

იანვარ-ოქტომბრის ჯამურ მაჩვენებელს რაც შეეხება, ექსპორტი 7%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 31%-ით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 ნოემბერს გამოქვეყნდება.

წინა სტატია

არარსებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა
14 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირები
14 ნოემბერი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker