რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება ყველაზე მეტად

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება - 308 მლნ ლარით. შემდეგ მოდის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 2016 წლის გეგმასთან შედარებით 275.4 მლნ ლარით იზრდება. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ძირითადად შემდეგი პროგრამების ზრდა განაპირობებს: ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა იზრდება 30 მლნ ლარით, სახელმწიფო ქონების მართვის პროგრამა 124 მლნ ლარით და მეწარმეობის განვითარების პროგრამა 20 მლნ ლარით.

254 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, თუმცა 2017 წელს არ იზრდება თვეში გასაცემი პენსიის მოცულობა და ეს ზრდა უკვე გაზრდილი პენსიის და გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

წინა სტატია

ლარის სწრაფი გაუფასურება მთავრობის სამოქმედო გეგმის გაჟღერებამ გამოიწვია
01 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალური კურსი 2.59 გახდა
01 დეკემბერი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker