ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

2016 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით (0.9%-ით) გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 303 მილიონი დოლარით (10.5%-ით) არის შემცირებული.

2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.584 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.9 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 644 მილიონი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *