მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4 პროცენტით შემცირდა

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 463 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 4%-ით (20 მლნ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებზე. მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1298 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება.

2016 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (151 მლნ დოლარი), თურქეთი (111 მლნ დოლარი) და ლუქსემბურგი (52 მლნ დოლარი). 

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (140 მლნ), მშენებლობაში (69 მლნ) და დამამუშავებელ მრეწველობაში (62 მლნ).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *