გიორგი ისაკაძის საჯარო ლექცია ილიაუნის "ფორბსის კლუბში"

გიორგი ისაკაძის საჯარო ლექცია ილიაუნის "ფორბსის კლუბში"

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 (ფორბსის) აუდიტორიაში ილიაუნის “ფორბსის” კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე. ლექციის თემაა მედიაბიზნესი. 

გიორგი ისაკაძე სულ ახლახან შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდს. ამავე დროს, იგი არის Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების – “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტრაქტი” – ავტორი. 

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *