2016 წელს საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 242 მილიონი დოლარით გაიზარდა

2016 წელს საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 242 მილიონი დოლარით გაიზარდა

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 242 მილიონი დოლარით (10.4%-ით) გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის ბოლომდე სავალუტო რეზერვები 325 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვები 21.4 მლნ დოლარით შემცირდა. ეს 20 დეკემბერს სავალუტო აუქციონზე გაყიდულმა 40-მა მილიონმა დოლარმა განაპირობა.

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 634 მლნ დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია, ხოლო 1 929 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარი:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *