სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება

დღეს, 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88.5 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.25 პროცენტით, მაქსიმალური 7.73 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.623 პროცენტით განისაზღვრა.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. სექტემბრის შემდეგ ერთ წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 1.1% პუნქტით, ხოლო 2 წლიანის 1.3% პუნქტით არის გაზრდილი (გრაფიკი).

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება.

გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

წინა სტატია

შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშების მილიარდერი კოლექციონერები
17 January, 2017

შემდეგი სტატია

Trump’s Administration: Billionaires’ Cabinet - A Genuine Big League
19 January, 2017
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker