სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაიზარდა

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაიზარდა

დღეს, 25 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.88%-ით, მაქსიმალური 9.15%-თ, ხოლო საშუალო შეწონილი 8.94% განისაზღვრა.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. სექტემბრის შემდეგ ერთ წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 1.1% პუნქტით, 2 წლიანის 1.3% პუნქტით, ხოლო 5 წლიანის %-ით პუნქტით არის გაზრდილი (გრაფიკი).

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება.

გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *