იანვარში საქართველოს ექსპორტი 45 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 45 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში 2016 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 45%-ით (55 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 15%-ით (64 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვრის ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის იანვრის  მაჩვენებელთან შედარებითაც (22 მლნ დოლარით), თუმცა 47 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის იანვრის ექსპორტს.

2017 წლის იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 176.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 474.4 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 298 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის იანვრის უარყოფით ბალანსზე 9 მლნ დოლარით მეტია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 თებერვალს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *