იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.3 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის იანვართან შედარებით 9.8%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 35%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.8%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 6.2%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 48.3%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი 5.2%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 10.9%-ით. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა გაიაფდა 7.1%-ით. ასევე, გაიაფდა ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 21.4%-ით.

წინა სტატია

პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა
20 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

იანვარში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 39 პროცენტით გაიზარდა
20 თებერვალი, 2017
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker