თებერვალში საქართველოში 16.4 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

თებერვალში საქართველოში 16.4 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, 2016 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 16.4%-ით გაიზარდა.

2016 წლის თებერვალში 120 215 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის იანვარში 139 918. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარში 2.1%-ით გაიზარდა და ჯამში 368 010 ვიზიტორი შემოვიდა.

იანვარ-თებერვალში 24.3%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 294 001. ვიზიტორების რაოდენობა კი 10.5%-ით გაიზარდა და ჯამში 755 050 ვიზიტორი შემოვიდა.

თებერვალში ყველაზე მეტი (106 364) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 80 823 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 71 977 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს 56 717 ვიზიტორით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *